რეფლექსია ისტ-ის რესურსებს ინტენსიურად ვიყენებ სასწავლო პროცესში და ვთვლი, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. მიუხედავად ამისა, ეს სფერო ჩემთვის ამოუწურავია, რამდენადაც ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და გამოყენების არეალიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ვფიქრობ, მიმდინარე ტრენინგი იყო მეტად საინტერესო და სასარგებლო. გავიღრმავე ცოდნა და გამოცდილება საოფისე პროგრამების გამოყენების კუთხით. კერძოდ, აქამდე არასოდეს ვიყენებდი Excel-ს. ტრენიგის მსვლელობისას დეტალურად გავეცანი აღნიშნულ პროგრამაში მუშაობის პრონციპს და გამოყენების არეალს. ვფიქრობ, მომავალში ეფექტურად გამოვიყენებ სწავლების პროცესში. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის ბლოგში მუშაობა. ტრენერმა დაწვრილებით აგვიხსნა პროცედურა და ჩვენ, მსმენელებმა პრაქტიკულად შევასრულეთ ყველა ოპერაცია. ჩემთვის ასევე საინტერესო იყო კოლეგებთან თანამშრომლობა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება. ვნახე მათ მიერ შესრულებული საპრეზენტაციო მასალა, მონაწილეობა მივიღე განხილვასა და შეფასებაში. რაც შეეხება ტრენინერს, ქალბატონი თეონა არის მეტად კომპეტ
Сообщения
ტრენინგის "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში" მასალები
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения